top of page

ოლიმპიადა რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლებში 2014

20.12.2014

როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, #20დეკემბერს ჩატარდა ოლიმპიადა რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლებში, სადაც მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა უნივერსიტეტის #26სტუდენტმა .

პირველი სამეულს, რომელებმაც მიიღეს უმაღლესი შეფასება გადაეცათ ჩვენი ორგანიზაციის საერთაშორისო სერტიფიკატი და ფასიანი საჩუქრები:

1.ნინი ყელბერაშვილი 27 ქულა (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

2.მარიამ ბართია 26.5 ქულა (საქართველოს უნივერსიტეტი)
3.სალომე მომცელიძე 25 ქულა (საქართველოს უნივერსიტეტი)

იმიტირებულ პროცესი სამოქალაქო სამართალში 2014

07.12.2014

პროექტი ჩატარდა 6-7 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის მე-4 კორპუსში. მასში მონაწილეობას მიიღო სხვადასხვა უნივერსიტეტის, სამართლის სკოლის 1-ლი კურსის სტუდენტებმა, რომლებიც შეირჩნენ სამოტივაციო წერილის საფუძველზე. მონაწილეებს გადაეცათ ჩვენი ორგანიზაციის საერთაშორისო სერტიფიკატი.

პროექტის პირველი დღე დაიწყო 11:00 საათზე და დასრულდა 18:00 საათზე. აღნიშნულ დღეს ჯგუფებში გადანაწილებულ სტუდენტებს მენტორებმა ჩაუტარეს ტრენინგები სამოქალაქო საპროცესო სამართლის შესახებ, ასევე ჩაუტარდათ ლექცია „სხეულის ენისა და საჯარო გამოსვლის ხელოვნების“ შესახებ.

7 დეკემბერს გაიმართა იმიტირებული პროცესი, სადაც მონაწილეებს შეძენილი ცოდნის პრაქტიკული გამოყენების საშუალება მიეცათ.

პროექტის განხორციელების იდეა მიზნად ისახავს სტუდენტთა მოტივაციისა და ენთუზიაზმის გაღვივებას სწავლის პროცესში. არსებული მასალის რეაბილიტაციასა და მის პრაქტიკულ გამოყენებას რეალური ქეისების მეშვეობით. პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშვება-დახვეწას, აუდიტორიასთან კონტაქტის დახელოვნებას, კომპლექსების დათრგუნვასა და თვითდაჯერებულობის განმტკიცებას.
.აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მიღება უფასო იყო.

ოლიმპიადა კონსტიტუციურ სამართალში 2014

08.11.2014

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "Campus Lions Club Tbilisi"
-ის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტმა საქართველოს უნივერსიტეტის პირველ და მეორე კურსელებისთვის ჩაატარა ოლიმპიადა კონსტიტუციური სამართალში.

პროექტის მიზანი გახლდათ სტუდენტებში მნიშვნელოვანი უნარების გამომუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობს მათვე საკუთარი თავის რეალიზებაში თანამედროვე საზოგადოებაში.

ოლომპიადის შემდეგ გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცათ ფულადი საჩუქრები და ჩვენი ორგანიზაციის საერთაშორისო სერტიფიკატები.

ოლიმპიადა გაიმართა 8 ნოემბერს საქართველოს უნივერსიტესში (IV კორპუსი , 501-ე აუდიტორია) 15 :00 საათზე.

ოლიმპიადის გამარჯვებული გახლავთ: გელა ცქიტიშვილი

გელა ცქიტიშვილი I ადგილი
გულიკო ქარჩავა II ადგილი
ანდრო კივკილაშვილი III ადგილი
რეზო ვანიშვილი IV ადგილი

LEGO PROJECT დღე მერვე

04.05.2014

შეგახსენებთ, რომ Campus Lions Club Tbilisi - CLCT , ჩვენმა ორგანიზაციამ კომპანია LEGO-სგან,'დანიის ლაიონს კლუბის"მხარდაჭერით მიიღო 822 სათამაშოს ყუთი, რომლებიც მერიის დახმარებით ურიგდებათ ბავშთა სახლებსა და საბავშვო ბაღებს.
მერვე (პროექტის ბოლო) გასვლა მოხდა 29.04.2014. შემდეგ საბავშვო ბაღებში:
N94 ჭალადიდის 9 20 ყუთი;N172 პეტრიაშვილის 5 20 ყუთი;N150 ვ.ბერიძის 2 20 ყუთი; N181 ვარკეთილის მე-3 დასახლება,დვალის ქუჩა 5 20 ყუთი.

LEGO PROJECT დღე მეშვიდე

08.04.2014

შეგახსენებთ, რომ Campus Lions Club Tbilisi - CLCT , ჩვენმა ორგანიზაციამ კომპანია LEGO-სგან,'დანიის ლაიონს კლუბის"მხარდაჭერით მიიღო 822 სათამაშოს ყუთი, რომლებიც მერიის დახმარებით ურიგდებათ ბავშთა სახლებსა და საბავშვო ბაღებს.მეშვიდე გასვლა მოხდა 08.04.2014. შემდეგ საბავშვო ბაღებში: თოლია ვაზიანის დასახელება 20 ყუთი; N55 ბესიკის 25 20 ყუთი; 87 ცაგარელის 5 20 ყუთი ; N150 ვ.ბერიძის 2 20 ყუთი; N4 დადიანის 15 20 ყუთი

LEGO PROJECT 2014 დღე მეექვსე

07.04.2014

შეგახსენებთ, რომ Campus Lions Club Tbilisi - CLCT , ჩვენმა ორგანიზაციამ კომპანია LEGO-სგან,'დანიის ლაიონს კლუბის"მხარდაჭერით მიიღო 822 სათამაშოს ყუთი, რომლებიც მერიის დახმარებით ურიგდებათ ბავშთა სახლებსა და საბავშვო ბაღებს.მეექვსე გასვლა მოხდა 07.04.2014. შემდეგ საბავშვო ბაღებში: გაგარინის შესახვევი 20 ყუთი ; წერეთლის გამზ. 20 ყუთი; ახვლედიანის ქ N14 20 ყუთი; დიდი ლილოს დასახელება 20 ყუთი; მხედველობა გელოვანის 4 20 ყუთი; რიონჰესის ქუჩა 35 20 ყუთი.

LEGO PROJECT 2014 დღე მეხუთე

31.03.2014

შეგახსენებთ, რომ Campus Lions Club Tbilisi - CLCT , ჩვენმა ორგანიზაციამ კომპანია LEGO-სგან,'დანიის ლაიონს კლუბის"მხარდაჭერით მიიღო 822 სათამაშოს ყუთი, რომლებიც მერიის დახმარებით ურიგდებათ ბავშთა სახლებსა და საბავშვო ბაღებს.

მეხუთე გასვლა მოხდა 31.03.2014. შემდეგ საბავშვო ბაღებში: 114 წყნეთიქ.წამებულის1 20 ყუთი; N162 ოქროყანათბილისის ქ 24 20 ყუთი; წავკისი წავკისი 20 ყუთი; შინდისი შინდისი 20 ყუთი; ტაბახმელა ტაბახმელა 20 ყუთი.

LEGO PROJECT 2014 დღე მეოთხე

29.03.2014

შეგახსენებთ, რომ Campus Lions Club Tbilisi - CLCT , ჩვენმა ორგანიზაციამ კომპანია LEGO-სგან,'დანიის ლაიონს კლუბის"მხარდაჭერით მიიღო 822 სათამაშოს ყუთი, რომლებიც მერიის დახმარებით ურიგდებათ ბავშთა სახლებსა და საბავშვო ბაღებს.მეოთხე გასვლა მოხდა 29.03.2014. შემდეგ საბავშვო ბაღებში:N16 ბ/ხმელნიცკისქ N14 20 ყუთი ; 47 წულუკიძის 3.შესახვევი 13 20 ყუთი ; N11 დიღმისმასივი VI კვ 20 ყუთი; N64 ართვინის 46 20 ყუთი; N98 ც. დადიანის 20 ყუთი; 7 სოფელიდიღომი 20 ყუთი

LEGO PROJECT 2014 დღე მესამე

25.03.2014

შეგახსენებთ, რომ Campus Lions Club Tbilisi - CLCT , ჩვენმა ორგანიზაციამ კომპანია LEGO-სგან,'დანიის ლაიონს კლუბის"მხარდაჭერით მიიღო 822 სათამაშოს ყუთი, რომლებიც მერიის დახმარებით ურიგდებათ ბავშთა სახლებსა და საბავშვო ბაღებს.

მესამე გასვლა მოხდა 25.03.2014. შემდეგ საბავშვო ბაღებში: N55 ბესიკის 25 20 ყუთი; 87 ცაგარელის 5 20 ყუთი; N150 ვ.ბერიძის 2 20 ყუთი; N172 პეტრიაშვილის 5 20 ყუთი

LEGO PROJECT 2014 დღე მეორე

24.03.2014

შეგახსენებთ, რომ Campus Lions Club Tbilisi - CLCT , ჩვენმა ორგანიზაციამ კომპანია LEGO-სგან,'დანიის ლაიონს კლუბის"მხარდაჭერით მიიღო 822 სათამაშოს ყუთი, რომლებიც მერიის დახმარებით ურიგდებათ ბავშთა სახლებსა და საბავშვო ბაღებს.

მეორე გასვლა მოხდა 24.03.2014. შემდეგ საბავშვო ბაღებში: 1. N97 გაგარინის შესახვევი 20 ყუთი; 2. 158 ყაზბეგის 35 20 ყუთი; 3. 12 აეროპორტის დასახლება, ნაკვეთი 09/066 20 ყუთი; 4. N77 იზაშვილისქუჩა N5 20 ყუთი

LEGO PROJECT 2014 დღე პირველი

13.03.2014

შეგახსენებთ, რომ Campus Lions Club Tbilisi - CLCT, ჩვენმა ორგანიზაციამ კომპანია LEGO-სგან,'დანიის ლაიონს კლუბის"მხარდაჭერით მიიღო 822 სათამაშოს ყუთი, რომლებიც მერიის დახმარებით ურიგდებათ ბავშთა სახლებსა და საბავშვო ბაღებს.

პირველი გასვლა, მოხდა 13 მარტს. 2014 წელს. სათამაშოები დაურიგდა შემდეგ ბავშვთა სახლებს:

1. თბილისის ბავშვთა კრიზისული ცენტრი, მისამართი: ქერჩის ქ.N4 40 ყუთი
2. კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშთა სახლი
მისამართი: რუხაძის ქ. N10 40 ყუთი
3. თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი მისამართი: ნუცუბიძის ქ.N3
42 ყუთი

ვორქშოპის დასკვნითი ეტაპი

29.12.2013

ვორქშოფის მესამე,შემაჯამებელი დღე. თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა ორი დღის ნამუშევარი,რომელთა შეფასებაც მოხდა ჟიურის მხრიდან.ამ დროის განმავლობაში ბავშვებმა ისწავლეს ტრიბუნასთან მუშაობა და მათი აზრის საჯაროდ დაფიქსირება.კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ორგანიზატორებს,ხელმძღვანელებს,ჟურნალისტებს,ჟიურის წევრებს და თითოეულ მონაწილეს.მომავალში მეტ საინტერესო და საგანმანათლებლო პროექტებს გპირდებით.

სამდღიანი ვორკშოპის მეორე დღე

28.12.2013

ვორკშოპის მეორე,ყველაზე დატვირთული დღე,რომელიც თორმეტ საათამდე გაგრძელდა.ამ დროის განმავლობაში ბავშვები ხელმძღვანელებთან ერთად მუშაობდნენ ჯგუფებში.სამი ჯფუფი შედგა,რომლებმაც დაამუშავეს სხვადასხვა თემა,კერძოდ "საქართველო და ევროკავშირი", "ევროკავშირი თუ ევრაზიისკავშირი" და "უკრაინა და ევროკავშირი". დატვირთული დღის გასალამაზებლად და შესამსუბუქებლად სხვადასხვა თამაშებით ცდილობდნენ ჟურნალისტები ბავშვების გართობას.მათ ასევე ჩაუტარდათ ტრეინინგი ტრიბუნასთან და რატი ქირიას ლექცია,თემაზე "საჯარო გამოსვლების ხელოვნება".

სამდღიანი ვორქშოპი - თემაზე:"ევროკავშირი და პოსტსაბჭოთა ქვეყნები"

27.12.2013

საქართველოს უნივერსიტეტში, პარასკევს,27დეკემბერს, ოფიციალურად გაიხსნა სამდღიანი ვორქშოფი.გახსნა შედგებოდა ორი ნაწილისგან: Fun rising და ოფიციალური ნაწილი.მონაწილეებს სემინარი ჩაუტარეს კობა ბარამიამ-"სამართლის მეთოდებზე და რატი ქირიამ-"მსოფლიო კრიზისი და საქართველო".ასევე ჩატარდა კამპუს ლაიონს კლუბ თბილისის პრეზენტაცია.

სისხლის დონაციის აქცია

01.11.2013

,,გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" Campus Lions Club Tbilisi-ს მიერ ორგანიზებული მეორე ღონისძიებაა.1 ნოემბერს გამართული ღონისძიების წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის სისხლის ბანკს, რომელიც გვერდში დაუდგა ჩვენ ორგანიზაციას და ასევე Health Care Club-ს .აღსანიშნავია კომპანია La Belle Medical-ის წვლილი, რომელმაც დონორები ფასდაკლების ბარათებით დაასაჩუქრა. გაუმართლა ერთ-ერთ დონორს, რომელიც კომპანია La Belle-მ სოლარიუმის ბილეთით დააჯილდოვა.Campus Lions Club Tbilisi აგრძელებს მუშაობას. ჩვენ მომავალშიც შევეცდებით გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ დავეხმაროთ მას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.ბოლოს კი უნდა გვახსოვდეს თუ რა არის მნიშვნელოვანი და რისთვის ღირს დავხარჯოთ ჩვენი დრო, ფული და ენერგია.Campus Lions Club Tbilisi დიდ მადლობას უხდის გაწეული დახმარებისთვის თანაორგანიზატორებს: საქართველოს ცენტრალურ სისხლის ბანკს და Health Care Club-ს . ასევე სილამაზისა და ესთეტიკურ ცენტრს La Belle Medical-ს შესანიშნავი საჩუქრებისთვის

პოეზია სიკეთისთვის

07.10.2013

პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ მოიწვია დამწყები და საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობი პოეტები, რომლებიც წარსდგნენ თაყვანისმცემლების წინაშე და წაიკითხეს ლექსები.
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავდა, როგორც კულუტურული ღონისძიებების პოპულარიზებას ასევე ქველმოქმედებას ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის. დამსწრე საზოგადოებას შეეძლო შემოწირულობის საშუალებით სპეციალურ ყუთებში განეთავსებინათ მათთვის სასურველი რაოდენობის თანხა. პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს უნივერსიტეტს, კომპანია სნოს (SNO), მონაწილე პოეტებსა და და ორგანიზაციის ყველა წევრს.


 

Please reload

bottom of page