top of page

სისხლის დონაციის აქცია


,,გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" Campus Lions Club Tbilisi-ს მიერ ორგანიზებული მეორე ღონისძიებაა. 1 ნოემბერს გამართული ღონისძიების წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის სისხლის ბანკს, რომელიც გვერდში დაუდგა ჩვენ ორგანიზაციას და ასევე Health Care Club-ს . აღსანიშნავია კომპანია La Belle Medical-ის წვლილი, რომელმაც დონორები ფასდაკლების ბარათებით დაასაჩუქრა. გაუმართლა ერთ-ერთ დონორს, რომელიც კომპანია La Belle-მ სოლარიუმის ბილეთით დააჯილდოვა. Campus Lions Club Tbilisi აგრძელებს მუშაობას. ჩვენ მომავალშიც შევეცდებით გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ დავეხმაროთ მას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ბოლოს კი უნდა გვახსოვდეს თუ რა არის მნიშვნელოვანი და რისთვის ღირს დავხარჯოთ ჩვენი დრო, ფული და ენერგია. Campus Lions Club Tbilisi დიდ მადლობას უხდის გაწეული დახმარებისთვის თანაორგანიზატორებს: საქართველოს ცენტრალურ სისხლის ბანკს და Health Care Club-ს . ასევე სილამაზისა და ესთეტიკურ ცენტრს La Belle Medical-ს შესანიშნავი საჩუქრებისთვის


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
No tags yet.
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
bottom of page