top of page

ლაიონსების თვალის კლინიკის გახსნა


პირველად საქართველოში დაარსდა და აღიჭურვა ლაიონსების თვალის კლინიკა.ლაიონსების თვალის კლინიკის გახსნის ცერემონიალი ჩატარდა 2014 წლის 11 ნოემბერს. შროშის ქ.14ლაიონსების თვალის კლინიკის დაარსება და აღჭურვა განხორციელდა ჩრდილო ევროპული ქვეყნების –შვედეთის, დანიის, ნორვეგიის, ფინეთის, ისლანდიის ლაიონს კლუბებისა და “ლაიონს კლაბს ინეთერნეიშენელ ფაუნდეიშენის” – LCIF ფონდის მხარდაჭერით.„ლაიონს ქლაბს ინტერნეიშენელი“ არის მსოფლიოში ცნობილი არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 1917 წლიდან დღემდე სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს ჰუმანიტარულპროექტებს. ის ამ სფეროში გლობალური ლიდერია. ორგანიზაციის შემოწირულობებით იქმნება ფონდები, რომლებიც სხვადასხვა პროექტს ხმარდება: სიბრმავის დაძლევა, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება. აგრეთვე ახალგაზრდული საგანმანათლებლო და გარემოს დასაცავად გამიზნული პროექტები.ლაიონს ქლაბს ინტერნეიშენელის ქსელი მოიცავს 200–ზე მეტ ქვეყანასა და გეოგრაფიულ ზონას.საქართველოში, მათ მიერ განხორციელებულია მრავალი საინტერესო პროექტი; ლაიონსების თვალის კლინიკის დაარსება ერთ-ერთი მათგანია.კლინიკა აღიჭურვა უახლესი თანამედროვე ოფთალმოლოგიური აპარატურით. კლინიკის საქმიანობის მიზანია მაღალკვალიფიციური ოფთალმოლოგიური მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ქ. თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. ასევე სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის და მიზნობრივი ჯგუფებისთვის შეღავათიანი სამედიცინო მომსახურების გაწევა.პროექტი ითვალისწინებს პროფილური კლინიკების ქსელის გაფართოებას ქვეყნის მასშტაბით.კლინიკის გახსნას აქვს დიდი საერთაშორისო რეზონანსი.გახსნის ცერემონიალზე ოფიციალური ვიზიტით ჩამობრძანდნენ- ბარი პალმერი - „ლაიონს ქლაბს ინტერნეიშენალ ფაუნდეიშენის“ თავმჯდომარე - ავსტრალია, ბენტ ჯესპერსენი - საერთაშორისოურთიერთობათა თავმჯდომარე - დანია და იორნ ანდერსენი - აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კოორდინატორი,რომელიც ამჟამად კურირებს საქართველოში ლაიონს კლუბს - დანია.


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
No tags yet.
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
bottom of page