top of page

მეორე ჯგუფის შეკრება


13 დეკემბერს შეიკრიბა ”Campus Lions Club Tbilisi”-ს წევრები, კონკრეტულად მეორე ჯგუფი, რომელიც ორგანიზებას უწევს ვორქშოპს თემაზე ”ევროპა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები”. მათ განიხილეს როგორ მიმდინარეობს მზადება სამდღიანი ღონისძიებისთვის, რომელიც გაიმართება 27-29 დეკემბერს. დააკონკრეტეს ორგანიზატორებმა თემები, რომლებზეც იმსჯელებენ პროექტის მონაწილეები. ეს თემებია: 1. ევროკავშირი და საქართველო 2. ევრაზიული კავშირი თუ ევროკავშირი? 3. ევროპა და უკრაინა სამდღიანი ვორქშოფი ემსახურება ახალგაზრდებში პოლიტიკური კულტურის დონის ამაღლებას, შესაძლებლობას აძლევს მათ დააფიქსირონ საკუთარი სუბიექტური აზრი და ისინი არ იქნებიან შეზღუდულნი. რაც მთავარია მონაწილეები შეიძენენ დიდ გამოცდილებას. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ საკითხზე, რომ მათთან ერთად იმუშავებენ მაღალი დონის სპეციალისტები. ღონისძიება გათვლილია მე-10 მე-11 კლასის მოსწავლეებზე. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატები. შეკრებაზე ასევე გაირკვა თუ ვინ იქნებოდნენ ჯგუფების ჩეარები და ჯურნოები. მათ გადაინაწილეს თემები და დაიწყეს მზადება ვორქშოფისთვის. ისინი აქტიურად იმუშავებენ მონაწილეებთან ერთად, შეეცდებიან 3 დღე იყოს ახალგაზრდებისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და გამოცდილების მიმცემი. მეორე თემა რაც განხილული იყო 13 დეკემბერს გახლავთ LEGO-ს პროექტი. მოგეხსენებათ, შესაძლებელია, სათამაშოები ჰუმანიტარული ტვირთის სახით გადაეცეს “Campus Lions Club Tbilis”-ს. კლუბის წევრებმა მოაგვარეს შიდა საორგანიზაციო საკითხები და ისინი მზად არიან ამ მაშტაბური პროექტის განხორციელებისთვის. ვისაც ექნება სურვილი ჯგუფის წევრები საშუალებას აძლევს დაეხმარონ მათ სათამაშოების დარიგებაში და ერთად გააკეთონ კეთილი საქმე.


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
No tags yet.
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
bottom of page